პრიმერას ყოველი ტურის შემდეგ ფეხბურთელები ფასდებიან 350 კრიტერიუმით და ეწერებათ ქულები. მაქსიმალური ქულა არის 100. ამ ქულების მიხედვით კეთდება ტურის გუნდი, ხოლო წლის ბოლოს წლის გუნდი. ამ წელს პრიმერა დივიზიონის გუნდი ესე გამოიყურება: სეზარი (”ვალენსია”), ალვეში, პიკე, პუიოლი, მარსელო (”რეალი”), კაზორლა (”ვილიარეალი”), ჩავი, ინიესტა, პედრო, რონალდო (”რეალი”), მესი.
გთავაზობთ ”ბარსელონას” იმ ფეხბურთელების ქულების სტატისტიკას, რომლებიც მოხვდნენ სიმბოლურ გუნდში:
ლიონელ მესი (93): გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (42), გააკეთა ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა (15), ასევე გააკეთა ყველაზე მეტი წარმატებული ფინტი
ჩავი ერნანდესი (85): შექმნა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი (94), ამას გარდა აქვს ყველაზე დიდი მაჩვენებელი პასების სიზუსტეში – 92.3%
დანი ალვესი (85): ყველაზე მეტად ხვდებოდა ბურთს (112)
პედრო როდრიგესი (82): მისი დარტყმულების 34% გოლად იქცა
ანდრეს ინიესტა (80): მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გააკეთა მასზე მეტი ზუსტი გადაცემა გასვლით მატჩში
კარლეს პუიოლი (71): ჩაჭრა მოწინააღმდეგის პასების 97%, რაც პრიმერაში საუკეთესო მაჩვენებელია
ჟერარდ პიკე (69): მისი თამაშის დროს ”ბარსა” გოლს საშუალოდ 179 წუთში ერთხელ უშვებს