The Guardian ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი კატალონიის “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს.
გამოცემის თანახმად, ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში მინიმუმ ზაფხულამდე დარჩენას გეგმავს. ადრე მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ ლუის ენრიკესთან კონფლიქტის გამო ხორვატი “ბარსელონადან” მიდის.
ივან რაკიტიჩით “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.


