“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა კატალონიური კლუბის წევრების, ლუის ენრიკესა და ჟერარ პიკეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
ფეხბურთელმა არბიტრთა მიმართ, მათ მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა, მთავარმა მწვრთნელმა კი ესპანელი მცველის აზრი გაიზიარა და ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ჩივილი გამოსავალი არ არის.
“გონებით ლუის ენრიკეს ვემხრობი, ხოლო გულით კი – პიკეს. გასაგებია მისი რეაქცია.
გონება მკარნახობს, რომ მსაჯთა მიერ გაწეული სამუშაოს პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ როდესაც ფიქრს ვიწყებ, “ბარსელონას” მიმართ გრძნობებს ვეყრდნობი და ვხვდები, რომ ფეხბურთელს არბიტრის გაკრიტიკება შეუძლია.”-ციტირებს გასპარის სიტყვებს Cope.


