მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “სპექტაკლების ნახვისგან თავს ვიკავებ”

ენრიკე: “სპექტაკლების ნახვისგან თავს ვიკავებ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუში ჟერარ პიკეს პროტესტისა და კრიშტიანუ რონალდუს განცხადების შესახებ ისაუბრა, რომელიც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვების შემდეგ გააკეთა.

“ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. ჟერართან ხშირად ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, უკანასკნელ მატჩებში არბიტრთა შეცდომების გამო განვითარებული მოვლენები განრისხებას იწვევს, მაგრამ ჩვენ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ და ვიმუშავოთ. ყველაზე მარტივი გამოსავალი ტირილი და ჩივილია. პიკე ნამდვილად “ბარსელონას” შესაფერისი მოთამაშეა.

საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ტელევიზორს არ მიყურებია. თავს ვიკავებ სპექტაკლების ნახვისგან, რომელთა შესახებ მე მიყვებიან.”-განაცხადა ენრიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში