ფიფამ გასული წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. მასში “რეალის” 5 ფეხბურთელი, “ბარსელონას” 4 და “იუვენტუსისა” და “ბაიერნის” თითო ფეხბურთელი მოხვდა.
სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია), დანიელ ალვესი (“იუვენტუსი”, იტალია), პიკე, ინიესტა, მესი, სუარესი (ყველა – “ბარსელონა”, ესპანეთი), რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, რონალდუ (ყველა – “რეალი”, ესპანეთი).
ფიფას ვერსიით წლის ნაკრების გამოკითხვაში მთელი მსოფლიოდან 26516 პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.



