“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი მესტრემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიური გუნდის ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან ახლოსაა.
“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამჟამად ახალი ხელშეკრულების თაობაზე რაკიტიჩთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.” – განაცხადა მესტრემ.
28 წლის ხორვატის მიმდინარე ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2019 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.


