ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ “ბარსელონა” მზადაა, იზეიმოს კვირას პრიმერაში მორიგი ტიტულის მოპოვება.
“ჩვენ მზად ვართ, რომ აღვნიშნოთ ამ თასის მოპოვება, რა თქმა უნდა ისიც კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დაძაბული სეზონის ბოლო რთული საფეხური უნდა დავძლიოთ კვირას და გუნდიც მოუთმენლად ელოდება ამ დღეს. ჩვენ ვეცდებით შევინარჩუნოთ ეს ტუტული და ვიმედოვნებთ იმასაც, რომ ჩვენი გულშემატკივარი ძალიან ისიამოვნებს ამ დღით.” აღნიშნა პუიოლმა გაზეთ “მარკასთან” საუბრისას.
“ბარსელონას” კაპიტანმა ასევე არ დაიშურა საქებარი სიტყვები ლეო მესის მისამართით და განაცხადა, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებებში.
“ლეო შეუდარებელი იყო ამ სეზონზე, ის საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში და ამასთან, საოცრად თავმდაბალი და მორიდებული ადამიანია. ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში, რადგან მესი ძალიან კარგი კომპანიონია და ყოველთვის შეიძლება გქონდეს მისი იმედი.
ლეო ყოველთვის მუშაობს თავის თავზე და იხვეწება დღიდან დღემდე, მან მოიგო ყველა ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო, მაგრამ მიხედევად ამისა, ის ყოველდღე ავლენს სურვლის, რომ გახდეს უკეთესი და არის საოცრად მოტივირებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისას იგი ძალიან მოკრძალებული და მორცხვია, გასახდელში ის ყოველთვის ძალიან თბილ ატმოსფეროს ქმნის, თავისი ხუმრობით იგი ახალისებს და დადებითად განაწყობს გუნდს. ” დაასრულა პუიოლმა.
totalbarca.com