“ბილბაოსთან” დამარცხების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მატჩზე ისაუბრეს.
ანდრეს ინიესტა
“დაპირისპირება არ დამთავრებულა. მოედანზე თამაშიდან არ გამოვთიშულვართ და ბოლომდე ვცდილობდით, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შევძელით. როდესაც ბურთის ზემოთ ამოტანა გვინდოდა, მეტოქე ძალიან კაგრად იყენებდა ზეწოლას. გასვლაზე გატანილი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია”.
სერხიო ბუსკეტსი
“გოლმა იმედი მოგვცა და საპასუხო შეხვედრის დროს მოსაგებად ვითამაშებთ. “ბილბაო” ძალიან ინტენსიურად თამაშობს და ვიცოდით, რაც გველოდა აქ. უკეთესად გამოვიყურებოდით და ფრეც შესაძლებელი იყო”.
ივან რაკიტიჩი
“ამ მოედანზე თამაში არაა მარტივი და მითუმეტეს დასვენების შემდეგ. ოპტიმისტი ვარ. უფრო მეტს ვიმსახურებდით და თამაშისას კარგი ტემპი გვქონდა. დავუშვით შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ”.
ხერარდ პიკე
“შედეგის გამო დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. მსაჯის გადაწყვეტილებები ხან ერთი მხარისთვისაა სასარგებლო, ხან კი მეორესთვის. ჩემთვის ისინი ძალიან თვალნათელი იყო”.




ვინ გითხრა?
Mesi diiskvalipicirebulia?
Bilbaos camp nouze gavapobt. Visca barcaaaa <3