მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “ფეხბურთელთა ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ”

ენრიკე: “ფეხბურთელთა ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოკლევადიანი შვებულების შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელთა ფიზიკური მდგომარეობა შეაფასა.

“დიახ, ფეხბურთელებმა საკმარისად დაისვენეს. არდადეგების პერიოდში მოთამაშეებმა მზადება გააგრძელეს, თითოეულმა მათგანმა გარკვეული ფიზიკური სამუშაო გასწია. მათი დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი. ისინი უფრო გაუმჯობესდნენ, ვიდრე წასვლამდე იყვნენ. ფეხბურთელთა ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.”-განაცხადა ლუის ენრიკემ.

6 იანვარს, სტადიონ “სან მამესზე” კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში