მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემენტე: “მეტოქის ოსტატობის აღიარება ღირსეული თვისებაა”

კლემენტე: “მეტოქის ოსტატობის აღიარება ღირსეული თვისებაა”

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ კლემენტემ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის პარალელი გაავლო და არჩევანი არგენტინელი ლეგენდის სასარგებლოდ გააკეთა.

“მესი ყველაზე წინ დგას. არგენტინელი მოედანზე ძალიან ბევრს აკეთებს, რაც მას პირველ ადგილზე აყენებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი მოთამაშე დაბალი დონისაა. არ ვიცი, რატომ ანრისხებს ეს ზოგიერთ ადამიანს.

თუ თქვენ არ ხართ პირველი, არავის ანაღვლებს ის, რომ ხართ მეორე. ვერ იქონიებთ სიტუაციაზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ სამყაროს თქვენზე ნიჭიერი პიროვნება მოევლინა.

კრიშტიანუ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მსოფლიოში მეორეა. რამდენიმე ასპექტში რონალდუ მესიზე უკეთესია. მაგალითად: მუცლის პრესი, სიმაღლე და თავით თამაში, ლიონელს კი მასზე კარგი ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს. არ არსებობს სპორტში იმაზე ღირსეული თვისება, ვიდრე მეტოქის ოსტატობის აღიარებაა.“-განაცხადა კლემენტემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში