პარასკევს ანდრეს ინიესტამ დაადასტურა, რომ კლუბთან ერთად ახალი კონტრაქტის საკითხის განხილვა დაიწყო. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წელს იწურება.
“გამიხარდებოდა, ამ თემაზე საუბარი უკვე ხვალისთვის რომ არ ყოფილიყო საჭირო”, – განაცხადა ფეხბურთელმა კომპანია Arcos-ის ღონისძიებაზე დასწრებისას. მისი თმით, მოლაპარაკება დაწყებულია: “უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ “ბარსელონაში” კიდევ წელიწად-ნახევარი დამრჩა. რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რათა ყველაფერი მშვიდად იყოს. არასდროს მქონია პრობლემა. ჩემსა და კლუბს შორის ურთიერთობა ყოველთვის ნათელი იყო. ჩვენ საკითხებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვუდგებოდით და ამჟამინდელი თამაშის, ასპარეზობის მიხედვით, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ”.
ინიესტამ განაცხადა, რომ “კამპ ნოუზე” დარჩენა სურს: “მილიონჯერ მითქვამს ეს, მაგრამ მე კი არა, არამედ კლუბი აკონტროლებს ვითარებას. მე არ ვარ “ბარსას” პრეზიდენტი. თუ ჩემი ფორმა დამაკმაყოფილებელი იქნება, მაშინ პრობლემებიც არ შეიქმნება, მაგრამ ამ საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შემიძლია. მესმის, რომ კლუბიც იმავეს ფიქრობს და ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება”.

:-))
ვაიიი შენ რო რამე არ აგისრულონ რასაც მოითხოვ და რამე პრობლემა შეიქმნას მაგის გამოო ისეე ამოკრავენ ბართომეუს პანღურს და ისე წავა ქვევით ქვევით მაგის საქმე როგორც ლარის საქმე წავიდა