workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი: “ოქროს ბურთი” რომ მომეგო, მას მესის გადავცემდი”

იბრაჰიმოვიჩი: “ოქროს ბურთი” რომ მომეგო, მას მესის გადავცემდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი, ლიონელ მესი “ოქროს ბურთის” (2016) მოგებას იმსახურებდა.

ESPN იტყობინება, რომ შვედი ფორვარდი საკუთარ თავს ყოველთვის პირველ ადგილზე არ აყენებს. რა თქმა უნდა, ზლატანი ამას იუმორით ეკიდება. სერიოზულად საუბრისას იბრაჰიმოვიჩი სხვა პირებს ასახელებს.

“აიაქსის”, “იუვენტუსის”, “ინტერის”, “მილანისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილ ფეხბურთელს, “ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატ, ლიონელ მესისთან ერთადაც უთამაშია. შვედმა მოთამაშემ ჟურნალისტებს არგენტინელის შესახებ საკუთარი მოკრძალებული აზრი გაუზიარა. “ალბისელესტეს” კაპიტანმა 2016 წელს პრიმერა დივიზიონი, ესპანეთის სამეფო თასი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. მან ნაკრების ღირსება “კოპა ამერიკის” ფინალშიც დაიცვა.

ახლო წარსულში France Football-მა “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს გადასცა. მომავალში FIFA-ც გამოავლენს წლის საუკეთესოს. პორტუგალიელს ამ პრიზის მოგების დიდი შანსები აქვს, თუმცა ლეო მესისთან კონკურენცია გარდაუვალია.

“ოქროს ბურთი” რომ მომეგო, ამ პრიზს ლიონელ მესის შემდეგსავე დღეს პირადად გადავცემდი.” – განაცხადა ოდიოზურმა შვედმა.

ეს არის წარმოუდგენელი კომპლიმენტი იმის ფონზე, რომ ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებით, სწორედ მესის გამო დატოვა იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონა” 2010 წელს.

როგორც ხედავთ ეს მორიგი სპეკულაციაა. ზლატანი მიიჩნევს, რომ არგენტინელი გასულ წელს საუკეთესო იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward