“ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი გუნდის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ “ბარსელონასთან” 1:4 წაგებული თამაშის შემდეგ, მან მეტოქე გუნდის ლიდერი, ლიონელ მესი შეაქო.
“რაიმე სახის ნეგატიური განწყობის შექმნა არ მინდოდა. თუ “ესპანიოლის” გულშემატკივრებს გული დავწყვიტე, მათ ბოდიშს ვუხდი. მათი გაბრაზება არ მინდოდა.” – ციტირებს სანჩეს ფლორესის სიტყვებს Football Espana.
“ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ მესის შეუძლია ჰეთ თრიქი ყველა თამაშში შეასრულოს, თუ ის ამას მოინდომებს.
სიმართლისთვის ისჯებიან აბა ტყუილზე ვის უგია პასუხიი
კაცს სიმართლისთვის რომ სჯიდნენ, არსად არ მინახავს….მართალი კაცი თავის გზას არასოდეს დაკარგავს….მტერი ფეხბურთში.ან სპორტში არ უნდა არსებობდეს…მაგრამ ფულის გულისტვის რას არ კადრულობენ….
სიმართლე თქვა კკემ
ესპანიოლზე ბოღმა გუნდი არ მეგულება მეორე.