კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ესპანური “ვილიარეალის” ნახევარმცველის, რობერტო სორიანოს შეძენით დაინტერესდა. იტყობინება, Sky Sports.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოს” ინტერესის ობიექტიც გახდა.
იტალიელი ნახევარმცველი “ვილიარეალს” 2016 წლის ზაფხულში, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მანამდე სორიანო “სამპდორიას” ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონში სორიანომ 15 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




ამ ესპანეთს ვერ გასცდნენ რა. გერმანელებს რატომ არ ყიდულობენ ? ერთი გერმანელი გვყავს და ისიც მეკარე. არადა გერმანული ფეხბურთი ჯდება ბარსას სტილში
რა ნახევარმცველი ღადაობენ ესენი? თურანი, რაფინია, დენის სუარესი სკამზე გვყავს ტო.ჯობია მარჯვენა მცველი იყიდონ და სერხი რობერტო გაუშვან შეტევაში ან ნახევარდაცვაში,ტიპი რა კლასნია მარა არაა ეს მცველი და მოკალი
kargi variantia namdvilad