როგორც იცით, “ბარსელონას” საქვეყნოდ ცნობილ ვებ-გვერდ Youtube-ზე საკუთარი არხი აქვს გახსნილი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არხი 2006 წლის 6 თებერვალს გაიხსნა და მის მიერ დამატებული ვიდეოები უკვე დაახლოებით 25 მილიონჯერ ნახეს. ევროპულ კლუბებს შორის “ბარსელონას” არხი რეკორდსმენია ხელმომწერთა რაოდენობით. კატალონიელებს 52352 ხელმომწერი ჰყავთ. შემდეგ მოდიან მადრიდის “რეალი” (36.984), “მილანი” (27902), “ჩელსი” (25771) და მიუნხენის “ბაიერნი” (11375).
2010 წელს, “ბარსელონას” მიერ Youtube-ზე არაერთი საინტერესო ვიდეო დაიდო. გთავაზობთ მნახველთა რაოდენობის მიხედვით მათგან 10 საუკეთესოს.
1. “ბარსელონა”-“რეალი” 5:0 (2.20.946 ნახვა)
2010 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი პირველ ადგილს იკავებს და დიდი სხვაობით უსწრებს “კონკურენტებს”. “ბარსას” 111 წლის იუბილეს, 29 ნოემბერს, მადრიდული კლუბის რბევის ამსახველი ვიდეოკადრები 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა Youtube-ზე. ვიდეოს ნახვა
2. აფელაის პრეზენტაცია (674501)
“ბარსელონას” ჰოლანდიელის ახალწვეულის, იბრაჰიმ აფელაის პრესკონფერენციისა და კატალონიური კლუბის მაისურით “კამპ ნოუზე” გამოჩენის შემდეგ სულ რამდენიმე დღეა გასული, მაგრამ ვიდეო მაინც იკავებს მე-2 ადგილს. ვიდეოს ნახვა
3. “კამპ ნოუ” მღერის “ბარსას” ჰიმნს (623812)
მადრიდის “რეალის” განადგურების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე “კამპ ნოუზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა შესანიშნავი სანახაობა გვიჩვენეს, როდესაც ორგანიზატორების მიერ ტრიბუნებზე გაკეთებული ცოცხალი წარწერის პარალელურად, ერთხმად შეასრულეს საყვარელი კლუბის ჰიმნი. ვიდეოს ნახვა
4. ისტორიული “კლასიკოების” გოლები (460622)
ეს ვიდეო ბოლო კლასიკოს წინ დამონტაჟდა და მასში შევიდა აქამდე გამართულ ისტორიულ “კლასიკოებში” გატანილი გოლები. ვიდეოს ნახვა
5. “ელ კლასიკოს” სახეები (366658)
ბოლო “ელ კლასიკოს” დროს დაჭერილი საინტერესო მომენტები. აქცენტი გაკეთებულია ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სახის გამომეტყველებებზე, ემოციებზე. ვიდეოს ნახვა
6. ვილიას BarcaToon (280106)
ყველასთვის ცნობილია BarcaToons-ის შესახებ. ყოველ ახალწვეულზე იქმნება ცალკე მულტფილმი. დავიდ ვილიას მულტფილმა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ჩანს, “ბარსას” გულშემატკივრებს “ელ გუახეს” დიდი იმედი ჰქონდათ, რომელსაც ფეხბურთელი მათ არ უცრუებს. ვიდეოს ნახვა
7. შექმენი მომავალი (267207)
ვიდეო, რომელიც ნაიკის სარეკლამო კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ვიდეოში მონაწილეობას ღებულობენ “ბარსელონას” ახალგაზრდული და ბავშვთა გუნდების ფეხბურთელები. ვიდეოს ნახვა
8. ვილიას პრეზენტაცია (225622)
ვიდეო, რომელშიც ასახულია დავიდ ვილიას პრეზენტაცია და “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” მაისურით პირველად გასვლა. ვიდეოს ნახვა
9. მსოფლიო ჩემპიონატის გმირები (220311)
კადრები “ბარსელონას” იმ 8 ფეხბურთელისა, რომლებსაც დიდი, ან მცირე წვლილი მიუძღვით ესპანეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში. ვიდეოს ნახვა
10. გილოცავთ შობა-ახალ წელს (201913)
BarcaToons-ის გმირები გვილოცავენ დამდეგ შობა-ახალ წელს. ვიდეოს ნახვა