workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსამ” “შაპეკოენსე” გამპერის თასზე მიიწვია

“ბარსამ” “შაპეკოენსე” გამპერის თასზე მიიწვია

“ბარსელონამ”, ბრაზილიური “შაპეკოენსე” 2017 წელს გამპერის თასზე სათამაშოდ მიიწვია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, თვითმფრინავმა, რომლითაც “შაპეკოენსე” კოპა სუდამერიკანას ფინალზე სათამაშოდ მიფრინავდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად, ბრაზილიური კლუბის თითქმის ყველა ფეხბურთელი დაიღუპა. მომხდარმა, ბუნებრივია, საფეხბურთო სამყარო შეძრა. “შაპეკოენსეს” დახმარების სურვილი არაერთმა საფეხბურთო მოღვაწემ თუ კლუბმა გამოთქვა. მათ შორისაა “ბარსელონაც”.

“ბარსელონამ” “შაპეკოენსეს” გამპერის თასზე თამაშის მიწვევა უკვე გაუგზავნა. კატალონიელები ცდილობენ, ბრაზილიურ კლუბს ინსტიტუციონალურ და სპორტულ საკითხებში ფეხზე დადგომაში დაეხმარონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward