1971 წლის 28 დეკემბერს, ბარსელონაში დაიბადა სერხი ბარხუანი, რომელმაც კატალონიურ კლუბში 15 წელი გაატარა. თავდაპირველად, სერხი იყო თავდამსხმელი, მაგრამ “ბარსას” მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა ჩათვალა, რომ მას მარცხენა მცველის პოზიციაზე უკეთ შეეძლო თამაში. ამ პოზიციაზე სერხიმ 9 სეზონი ითამაშა.
ბარხუანს “ბარსელონასთან” ერთად 2-ჯერ აქვს მოგებული ესპანეთის პრიმერა, სუპერთასი და სამეფო თასი, ერთხელ კი თასების თასი და UEFA-ს სუპერთასი. 2002 წელს, ლუის ვან გაალთან უთანხმოების გამო, მან დატოვა “ბარსელონა” და მადრიდში გადაბარგდა, სადაც “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა 3 სეზონის განმავლობაში. 2009 წელს, სერხი ბარსელონაში დაბრუნდა, სადაც დაიწყო “ჯუვენილ ბ-ს” გაწვრთნა.
მისი დებიუტი ნაკრებში 1994 წლის 9 თებერვალს შედგა ტენერიფეში, სადაც ესპანეთი და პოლონეთი ამხანაგურ შეხვედრას მართავდნენ.
სერხიმ ორ-ორჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს (1994,1998) და ევროპის (1996,2000) ჩემპიონატებში.
1975 წლის 28 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის 15 ტურში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონამ” დაამარცხა მადრიდის “რეალი” ანგარიშით 2-1.
პირველ ტაიმში, ანგარიში ნესკენსმა ზუსტი თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკემ გათანაბრება შეძლო. თამაშში საბოლოო წერტილი რეშაკმა დასვა და კატალონიურ კლუბს გამარჯვება მოუტანა.