workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილა: არ მივდივარ

ვილა: არ მივდივარ

ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა დავიდ ვილამ განაცხადა, რომ არ ისურვებდა იგივე მომხდარიყო წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რაც გასულ ზაფხულს, კონფედერაციის თასზე ხდებოდა მის ირგვლივ, როცა არ წყდებოდა საუბრები ვილას “ბარსაში” ან “რეალში” გადასვლაზე.

“ჩემი მომავალი გარკვეულია, რადგან “ვალენსიასთან” კონტრაქტი კიდევ 4 წელი მაკავშირებს, მაგრამ თუკი სადმე გადავალ, ეს აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონატამდე ან მის შემდეგ მოხდება. ტურნირის დროს ტრანსფერი გამორიცხულია”, – განაცხადა მან.

ვილა ასევე შეეხო “ტენერიფესთან” მატჩს, რომელსაც მისი გუნდი “მესტალიაზე” გამართავს: “ეს იქნება სეზონთან და სტადიონთან დამშვიდობება. ჩვენს გვსურს მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრას მხარდაჭერისთვის”.

იმ ხმების შესახებ, რომელიც მას “ბარსელონასთან” აკავშირებენ, ვილამ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც “ბლაუგრანას” ღირსებას იცავენ არ შეხმიანებიან მას: “ისინი ძალიან დაკავებულები იქნებიან, რადგან მოუწევთ ჩემპიონობის აღნიშვნა”.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward