“ფიორენტინასა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ფედერიკო ბერნარდესკი მომავალი წლის ზაფხულში შესაძლოა კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდეს. მისდამი ინტერესს ლონდონის “არსენალიც” იჩენს.
ტოპ-კლუბები ბერნარდესკის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში ბერნარდესკიმ 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.