“ბარსელონას” მომავალი მეტოქის “ვალიადოლიდის” მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ კლემენტემ კომენტარი გააკეთა კატალონიელთა დამრიგებელ, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ, იტყობინება Marca. კლემენტემ განაცხადა, რომ მას გვარდიოლა ძალიან მოსწონს და აფასებს მას. “გვარდიოლა როგორც მწვრთნელი უკეთესია, ვიდრე ფეხბურთელი. ის საუკეთესოა ფეხბურთელებთან მიმართებაშიც. პეპი საუკეთესო პიროვნებაა, სწორედ ამიტომ მიყვარს იგი,” განაცხადა კლემენტემ.
წყარო:barca.ru
