კვების პროდუქტების სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი შვეიცარული კომპანია Nestle “ბარსელონას” ახალი სპონსორი გახდა. მხარეებმა ხელი 4-წლიან კონტრაქტს ორშაბათს მოაწერეს.
დღეიდან, Nestle და “ბარსელონა” ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ერთობლივი ძალებით შეეცდებიან. სპონსორული შეთანხმება საიმიჯო, მარკეტინგული, ციფრული და სხვა ტიპის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ Nestle-ს 150-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, რომ კომპანია სპორტულ კლუბთან თანამშრომლობს.