“ბარსელონა” “სანტოსისგან” 7.9 მილიონს ითხოვს

“ბარსელონა” “სანტოსისგან” 7.9 მილიონს ითხოვს

კატალონიის “ბარსელონა” გაბრიელ ბარბოსას არშემდგარი ტრანსფერისგან საკთარ წილს ითხოვს. ფეხბურთელი “სანტოსიდან” “ინტერში” იქნა გაყიდული.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონა” “სანტოსისგან” გაბრიელ ბარბოსას ტრანსფერში ჩადებულ 7.9 მილიონ ევროს ითხოვს.

ფეხბურთელის “ინტერში” ტრანსფერის შესახებ კატალონიელები ინფორმირებულები არ იყვნენ.

გაბრიელი “ინტერს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა, რამაც “ბარსელონა” ძალიან გააბრაზა. კატალონიელებს ახალგაზრდა ბრაზილიელის გაფორმება სურდათ.

“ბარსელონა” ადასტურებს, რომ გაბრიელ ბარბოსას გამოსყიდვის უფლების მოსაპოვებლად, თანხის ნახევარი გადაიხადა. ეს 2013 წელს, ნეიმარის შეძენისას მოხდა.

მხარეებმა ჟესუსის, გივისა და ვიქტორ ანდრადეს უფლებათა გამოსყიდვის შესახებაც მიაღწიეს შეთანხმებას.

საბოლოოდ “სანტოსმა” გაბრიელ ბარბოსა “ინტერში” 27.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი