მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების რეკორდების დამხობა რომ ლიონელ მესის ჰობია, ეს სიახლე არავისთვისაა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კიდევ 2 ლეგენდის მიღწევას ემუქრება, რომელთაგან ერთს მიმდინარე სეზონში აუცილებლად გააუმჯობესებს.
მესის, “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩებში, 469 გოლი აქვს გატანილი. ევროპის მასშტაბით, ერთი კლუბის შემადგენლობაში, მასზე მეტი გოლი მხოლოდ ორ ფეხბურთელს გაუტანია.
ამ მაჩვენებლით მე-2 ადგილზე ლეგენდარული პორტუგალიელი თავდამსხმელი ეუსებიოა, რომელსაც “ბენფიკას” მეტოქეების კარი 473-ჯერ აუღია. ლეოს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 5 გოლი ჭირდება.
პირველ ადგილს კი ასევე ლეგენდარული ფეხბურთელი, გერმანელი გერდ მიულერი იკავებს. მას, “ბაიერნის” შემადგენლობაში, 525 გოლი აქვს გატანილი. მესის, ამ შედეგამდე, 56 ზუსტი დარტყმა აშორებს.
მიულერს, ეუსებიოსა და მესის “ბენფიკას” კიდევ ერთი ლეგენდა ხოსე აგუასი მოსდევს, რომელმაც პორტუგალიური გუნდის მაისურით 379 გოლი გაიტანა. შემდეგ მოდიან კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, 372), ნენე (“ბენფიკა”, 359), იან რაში (“ლივერპული”, 349), რაული (“რეალი”, 323), ალფრედო დი სტეფანო (“რეალი”, 307) და სანტილიანა (“რეალი”, 290).
კი, მარა 3-4 წლის წინ რაც იყო იმას ჯობია
Otxi wlis win iyo da 5 wlis win messi yvelaze magari 2009 2010 2011 2012 2013 wlis trvavmamde psjestan manamde sul progresirebda shemdgeg ki ne nela uka ukan.ramac askmac da xshirma travmebma sheuwyo xeli
კი, მარა 3-4 წლის წინ რაც იყო იმას ჯობია
Argentins cagebis shemdeg komentarebi cavikitxe mesis tanamemamuleebis. . . isini atafris girsebi ar arian. Zalian minda argentina saertod charches. . mesi mecodeba ogond. . .
Nu am sezonshi miuleris rekords didi albatobi ver moxsnis.messis yvelaze shedegiani sezoni iyo 2011-2012 sadac 73 sheagdo.mis mere am mxriv ukan midis sharshan saertod 41 sheago igive qna 2 wlis win.ami gamo naklebad savaraudoa messim 2016-2017 wlis sezonshi 72 goli daagrovos.tumca vnaxot
Moxsnis kiara rojas ar aaaxevs gerd miuleers
ჩემი სტატია 🙂
დღეს ღამით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევზე, ერთმანეთს არგენტინის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელებმა "ლურჯ-თეთრების" დამარცხება დამაჯერებელად, 3 ბურთიანი სხვაობით მოახერხეს.
ამ ფაქტმა არგენტინელი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი განრისხებას სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარებითა და სტატუსებით გამოხატავენ. ფანების უმრავლესობა არგენტინელთა მთავარ პრობლემად "ბარსელონელ" სუპერვარსკვლავს, ლეო მესის ასახელებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე კომენტარს, რომელმაც ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო:
"ეს წაგება შენი ბრალია, მესი! გაიხადე არგენტინის მაისური, შენ არ იმსაუხრებ მის ტარებას, არარაობა ხარ!"
"მესი თამაშობს, თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ააქვს. ყველაფერი მაინც ისე, როგორც იყო. რა უნდა შევცვალოთ?!"
"ასე თუ გაგრძელდა, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და ეს სრულიად დამსახურებული იქნება.
"მესი "ბარსელონაში" ნეიმარის გარეშე არაფერია."
"მშვიდობით, მესი! მადლობა, შენ ყველაფერი მოიგე არგენტინასთან ერთად!"
ამ სეზონში გაიტანს ორივეზე მეტს
კაია ორივეს გადაასწრებს ამ სეზონშივე ალბათ
Ai vinmem zustad shegidzliat mitxrat oficialur matchebshi vinaa yvela drois bombardiri.aseve yveka drois sauketeso mepase.winaswar sps