workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდო ალონსო: “რეალის” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მესი საუკეთესოა”

ფერნანდო ალონსო: “რეალის” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მესი საუკეთესოა”

საქვეყნოდ ცნობილი ავტომრბოლელი ფერნანდო ალონსო, რომელიც მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია, კატალონიის “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

“მართალია, “რეალის” გულშემატკივარი ვარ და არგენტინელი ფეხბურთელებიდან ფერნანდო გაგო და გონსალო იგუაინი მომწონს, მაგრამ ვერ უარვყოფ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მესია.

მიუხედავად იმისა, რომ “რეალს” ვქომაგობ, ერთხელ, “კამპ ნოუზე” იმისთვის მივედი, რომ მენახა, როგორ თამაშობს მესი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward