ბოიან კრკიჩი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 2015 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი გამოსასწყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება…
20 წლის ფორვარდს გუნდთან კონტრაქტი 2013 წლამდე ქონდა გაფორმებული და მისი გამოსასწყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენდა. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა – კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, ხოლო გამოსასწყიდი თანხა 100 მილიონი ევრო.
კრკიჩი “ბარსაში” 11 წლიდან გამოდის. იგი პირველ გუნდში მეოთხე საზონია, რაც ასპარეზობს. ჩაატარა 146 შეხვედრა და გაიტანა 38 გოლი. ახალ ხელშეკრულებს იგი ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გააფორმებს.