კატალონიის “ბარსელონა” 8 ფეხბურთელს აკვირდება. დიდი ალბათობით მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, “ბლაუგრანას” რიგებს კიდევ ერთი მცველი შეემატება.
“ბარსელონა” ჯერ კიდევ ცდილობს “შახტარის” მცველის, დარიო სრნას შეძენას.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ფეხბურთელის შეძენას შეეცდება, რომელიც დაახლოებით 2017 წლამდე მარჯვენა მცველის პოზიციაზე შექმნილი პრობლემის აღმოფხვრას ეცდება.
“ბარსელონა” აკვირდება ფეხბურთელებს, რომელთა კონტრაქტი მოქმედ კლუბთან ახლო მომავალში იწურება. დარიო სრნა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის ჯერ კიდევ გასულ წელს მოექცა კატალონიელთა სკაუტების თვალთახედვის არეში.
კატალონიის “ბარსელონა” შემდეგ 8 ფეხბურთელს აკვირდება: შტეფან ლიხტენშტაინერი, გლენ ჯონსონი, პაბლო საბალეტა, ანტონიო ვალენსია, ბრანისლავ ივანოვიჩი, რაფინია, ბაკარი სანია და დარიო სრნა.
დიდი ალბათობით შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე “ბლაუგრანას” ალეიშ ვიდალი დატოვებს და გუნდში ახალი მარჯვენა მცველი გაწევრიანდება.