workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნავასი:”დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ”ბარსას”

ნავასი:”დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ”ბარსას”

”სევილიას” ფეხბურთელმ, ხესუს ნავასმა ესპანურ გაზეთ ”მარკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ დაამარცხონ ”ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში.
”ჩვენ დიდი ინტერესით ველით ამ მატჩს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, რათა მომავალ წელს მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. მართალია, კალატონიელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, მაგრამ ეს ჩვენ უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს, დავამარცხოთ ჩემპიონობისთვის მებრძოლნი. ჩვენი მიზანია ”ბარსელონას” პირველივე წუთებზე გავუტანოთ გოლი.”-განაცხადა ხესუს ნავასმა.
ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, იცის, რომ ”ბარსელონას” მარცხი ”რეალს” ჩემპიონობის დიდ შანსს მისცემს, მაგრამ ეს მას დიდად არ ადარდებს.

წყარო: barca.ru
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward