workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში:”რონალდოს აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები”

ალვეში:”რონალდოს აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები”

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა კომენტარი გააკეთა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავდამსხმელზე, კრისტიანო რონალდოზე. ალვეშმა განაცხადა, რომ რონალდო ამპარტავანია და ეს ყველაფერი, მას არც თუ ისე კარგ ფეხბურთელად აჩენს.

“იმისათვის, რომ იყო მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე, არა არის საკმარისი მხოლოდ ასეთი თამაში. ხალხის სიყვარული უნდა მოიპოვო კარგი ქცევით და კარგი ადამიანობით. ეჭვიც არ მეპარება, რომ დღესდღეობით კრისტიანო არის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. მას ახასიათებს კარგი თვისებებიც, მაგრამ ამის მიუხედევად პორტუგალიელს აქვს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ნაკლი.”

“მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყოს მშვიდი, მორიდებული და მეგობრული. რონალდოსაგან განსხვავებით ეს ყველაფერი ახასიათებს ჩემს თანაგუნდელს, ლიონელ მესის. ამ ორ მოთამაშეს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.”-განაცხადა დანი ალვესმა “Bola”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში