workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა სიტუაციაა ბომბარდირთა დავაში?

რა სიტუაციაა ბომბარდირთა დავაში?

ესპანეთის ჩემპიონატი ჩატარებული 7 მატჩის შემდგომ, სანაკრებო პაუზამ შეწყვიტა. ჯერჯერობით, პიჩიჩისთვის ბრძოლაში მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი იკავებს პირველ ადგილს, მაგრამ კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ტრიოს არც ერთი წევრი არ უნდა დავკარგოთ მხედველობის არეალიდან.

ლუის სუარესმა 5 გოლი გაიტანა, ერთით მეტი ვიდრე სამხრეთ-ამერიკული ტრიოს სხვა წევრებმა. ლიონელ მესი ამჟამად ტრავმირებულია, ნეიმარ და სილვა კი გუნდს ოლიმპიური თამაშების გამო, გვიან შეუერთდა. საერთო ჯამში მათ 13-ჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.

“ბლაუგრანას” შემტევთა სამეული, ჯერჯერობით, მადრიდელთა ტრიოს საგრძნობლად უსწრებს. კრიშტიანუ რონალდუს, გარეთ ბეილისა და კარიმ ბენზემას ანგარიშზე ჯამში 6 გოლია.

ასე, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელები ბომბარდირთა დავაში მოწინავე ადგილებს ვერ იკავებენ.

ეს არის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა TOP 5 მოცემულ მომენტში.

1. გრიზმანი (“ატლეტიკო”) – 6

2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – 5

3. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 4

4. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 4

5. რუბენ კასტრო (“ბეტისი”) – 4

განვითარებული მოვლენები დამაინტრიგებელია. “ბარსელონასა” და “რეალის” ტრიოთა შორის დავა, სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ვნახოთ ვინ მოიპოვებს პიჩიჩის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ika-ika
    schedule 09 ოქტ 2016, 19:27
    #3

    მთავარია ლა ლიგა მოვიგოთ

  • msn vs bbc memgoni msn
    schedule 09 ოქტ 2016, 18:10
    #2

    აბა რა გრიზმანი პირველზე იმიტოა რო ყველა თამაში ითამაშა

    ციტატა: LIONEL10 MESSI
    დაბრუნდება ლეო და ერთ-ორ თამაშში ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგება

  • mesi_10
    schedule 09 ოქტ 2016, 17:47
    #1

    პიჩიჩის დედაც ვატირე მთავარი ტიტულია.