ინიესტას, პიკეს, ალბასა და ბუსკეტსის ესპანეთმა იტალიასთან ფრე, 1-1 ითამაშა. ესპანელები 55 წუთზე ვიტოლომ ბუსკეტსის პასის შემდეგ დააწინაურა, თუმცა 82 წუთზე დანიელე დეროსიმ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
რაკიტიჩის გარეშე მოთამაშე ხორვატიამ, მარიო მანჯუკიჩის ჰეთ თრიქითა და მიტროვიჩის, პერიშიჩისა და კალინიჩის გოლებით კოსოვო 6-0 გაანადგურა.
ასევე, არდა თურანის გარეშე მოთამაშე თურქეთის ნაკრები 0-2-ს აგებდა, თუმცა საბოლოოდ მატჩის შემოტრიალება და 1 ქულის გადარჩენა მოხერხდა.
გამთენიისას გაიმართა მატჩები სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც ურუგვაიმ ვენესუელას 3-0 მოუგო, ბრაზილიამ კი ბოლივიას 5-0 (ნეიმარმა 1 გოლის გატანა მოახერხა). არგენტინამ შედარებით გვიან ითამაშა პერუსთან და მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
