ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემამ, World Soccer-მა, 2015 წლის შეჯამების შემდეგ, გამარჯვებული სამ კატეგორიაში გამოავლინა და “ბარსელონას” ტრიუმფი სამივეში აღიარა. წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად – ლუის ენრიკე, ხოლო საუკეთესო გუნდად – “ბარსელონა”.
გამოკითხვაში მონაწილეობა 100-მა ჟურნალისტმა მიიღო. მათ თავიანთი ათეულების დასახელების საშუალება ჰქონდათ. შედეგები კი ასეთია:
წლის საუკეთესო ფეხბურთელი:
1. ლიონელ მესი – 927 ქულა
2. კრიშტიანუ რონალდუ 702
3. ნეიმარი – 675
4. ლუის სუარესი – 582
5. რობერტ ლევანდოვსკი – 450
6. ტომას მიულერი – 240
7. ანდრეს ინიესტა – 222
8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 196
9. პოლ პოგბა – 137
10. მანუელ ნოიერი – 131
საუკეთესოთა შორის ასევე მოხვდნენ: ივან რაკიტიჩი (მე-19 ადგილი, 36 ქულა), ხავიერ მასკერანო (21, 27), სერხიო ბუსკეტსი (26, 18), დანი ალვესი (33, 10), ხერარდ პიკე (42, 6), ჩავი (42, 6) და კლაუდიო ბრავო (72, 1).
წლის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ლუის ენრიკე – 49 ქულა
2. ხორხე სამპაოლი – 15
3. პეპ გვარდიოლა – 10
4. მაიკლ ო’ნილი – 4
5. ლარს ლაგერბეკი/ჰეიმირ ჰალგრიმსონი – 3
წლის საუკეთესო გუნდების რეიტინგში “ბარსელონა” 82 ქულა აიღო, მე-2 ადგილზე გასულმა ჩილემ კი – მხოლოდ 9. შემდეგ მოდიან “ბაიერნი” (3 ქულა), ისლანდიის ნაკრები (2), გერმანიის ნაკრები (1), თურქეთის ნაკრები (1).



