workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი სამუშაოები ჟეფრენთან ერთად

აღდგენითი სამუშაოები ჟეფრენთან ერთად

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს “ბარსამ” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და დაამარცხა. დღეს კი ფეხბურთელებმა აღდგენითი სამუშაოები ჩაატარეს…

დღევანდელ დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე” პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო. მათ შორის მილიტო და ხეფრენი, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ატარებენ. როგორც იცით, ხეფრენმა ტრავმა ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ თამაშისას მიიღო, დღეს კი მან ნორმალურად ივარჯიშა.

დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას “ბარსა ბ”–ს ის ფეხბურთელებიც იღებდნენ, რომლებსაც გუშინ “სეგუნდა დივიზიონის” მორიგი შეხვედრა, “ალბასეტეს” წინააღდეგ არ გაუმართავთ. ასეთი ფეხბურთელები კი ოიერი, პლანასი, აბრაჰამი, როჩინა და ბენხა არიან. ამ ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშზე “ბარსა ბ”–ს ის ფეხბურთელიც იმყოფებოდა, რომელიც “სოსიედადთან” მატჩში განაცხადში მოხვდა. ასეთი კი ტიაგო ალკანტარაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში