workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფირმო ხუთიანი?!

საფირმო ხუთიანი?!

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და შინ ნული ქულით გაუშვა. ჩვენ ამ შეხვედრაში 5 უპასუხო გოლი ვიხილეთ, რომლებიც რაღა თქმა უნდა “ბარსას” ფეხბურთელებმა, ლეო მესიმ (2), დავიდ ვილიამ, ანდრეს ინიესტამ და ბოიან კრკიჩმა გაიტანეს…

ეს გამარჯვება “ბარსასთვის” ზედიზედ მეცხრეა. ამასთან ერთად კატალონიელებმა წლევანდელ სეზონში უკვე მეექვსეჯერ მოახერხეს და მატჩში 5 გოლი გაიტანეს. ამ 6–ეულში კი რაღა თქმა უნდა “ალმერიას” 8–0 და “რეალ მადრიდის” 5–0–იც შედის. მატჩის წინ, ადამიანთა გაკრვეული ჯგუფი ფიქრობდა, რომ “ლა ლიგაში” დაბრუნებული “სოსიედადი” “ბარსას” რაიმე წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ ლეო მესის 2–მა გოლმა და დავიდ ვილიას, ანდრეს ინიესტასა და ბოიან კრკიჩის გოლებმა ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ლეომ დუბლი შეასრულა. ასე, რომ 2010 წელს მას 42 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მიმდინარე სეზონში მას ჯერ–ჯერობით 27–ჯერ აქვს მეტოქის კარი დალაშქრული.

ალბათ ყველა დაინახავდით, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხერარდ პიკეს, რომელიც მარცხენა ფლანგის ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა ჩაანაცვლა. ასევე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ხავიერ მასკერანო, რომელიც 52–ე წუთზე მოედნიდან იქნა გაყვანილი. აქვე გეტყვით, რომ არგენტინელმა მეშვიდე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩი ისე დაიწყო, თითქოს “რეალ სოსიედადი” რაიმე სიურპრიზის შემოთავაზებას აპირებდა, მაგრამ 9 წუთიც არ იყო გასული, რომ პედროს პასით დავიდ ვილიამ ანგარიშის გახსნა შეძლო. უნდა აღინიშნოს ჩავი ერნანდესის თამაშიც. იმ 67 წუთის მანძილზე, რაც მან მოედანზე დაჰყო, 120 პასის გაკეთება მოახერხა. ალბათ ჩავის პასების რაოდენობაც მეტყველებს იმაზე, რომ “სოსიედადის” ფეხბურთელები უბრალოდ უყურებდნენ იმას, თუ როგორ აგორავებდნენ ბურთს კატალონიელი ვირტუოზები. ახლა კი გოლებს დავუბრუნდეთ. მეორე გოლი ანდრეს ინიესტას ანგარიშზეა. ინიესტამ ეს ყოველივე პედროსთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ შეძლო. ანდრესმა ანგარიშზე გოლი, ხოლო პედრომ მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

პირველ ტაიმში ჩვენ მხოლოდ 2 გოლის ხილვა შეველით, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ იყო. მეორე ტაიმიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როდესაც “ბარსას” ფეხბურთელებს ზედიზედ 27 პასი ქონდათ გაკეთებული, ამ პასების კულმინაცია კი მესი–ალვეშის ის ულამაზესი კომბინაცია გახლდათ, რომელსაც გვირგვინი არგენტინელმა ფორვარდმა დაადგა. ანგარიში გაიზარდა.

“კამპ ნოუ” გამარჯვებას ნაადრევად ზეიმობდა და გოლებს კიდევ და კიდევ ელოდა, რაზეც “ბარსას” ფეხბურთელებს უარი არ განუცხადებიათ. მეოთხე გოლი მატჩის მიწურულს, 86–ე წუთზე ისევ მესიმ გაიტანა, რითიც ბომბარდირთა დავაში პორტუგალიელ კრისტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.

“რეალ სოსიედადის” გოლკიპერი, ბრავო 4 გაშვებული ბურთით არ დაკმაყოფილდა და 89–ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსული ბოიან კრკიჩის წყალობით, მეხუთეც გაუშვა. ასე, რომ კატალონიელებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ისინი საუკეთესონი არიან, მაგრამ ალბათ მადრიდის “რეალთან” მოგებული მატჩის შემდეგ რაიმეს დამტკიცებაზე ლაპარაკი ზედმეტია. შეგახსენებთ, რომ “რეალ სოსიედადის” მსგავსად, “რეალ მადრიდმაც” 5 გოლი გაუშვა…

ვიდეომასალა

[media=http://www.youtube.com/watch?v=Ao7iTkhkFYk]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward