ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ცოტა ხნის წინ გარდაცვილი იოჰან კრუიფის შვილი, ხორდი კრუიფი მამამისზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის სტრატეგიული აზროვნებით არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე გამოირჩეოდა.
“მამა თავის ინდივიდუალურ მიდგომებს ისეთ საკითხებშიც კი იყენებდა, როგორიც, მაგალითად, ავტომობილის მართვაა. ის თავის მარშრუტს ირჩევდა იმის მიხედვით, თუ რამდენ შუქნიშანზე შეხვდებოდა მწვანე შუქი. ის თვლიდა, რომ თუ უახლოეს შუქნიშანზე წითელი ანთია, მაშინ მომდევნო ორ შუქნიშანზე მწვანე იქნება ანთებული. ის მოვლენებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა და მისი ტვინი მუშაობას არასდროს წყვეტდა.”