workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მენოტი: “მესი პატარა ბიჭი აღარაა და ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებს”

მენოტი: “მესი პატარა ბიჭი აღარაა და ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებს”

არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სესარ ლუის მენოტი თვლის, რომ ლიონელ მესი საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალია, რათა თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეძლოს.

არგენტინელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ედგარდო ბაუსამ ადრე “ბარსელონა” დაადანაშაულა იმაში, რომ კლუბი მესის ჯანმრთელობაზე არასაკმარისად ზრუნავს. არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

“მესი ზრდასრული მამაკაცია, ის თითქმის 30 წლისაა. ის უკვე პატარა ბიჭი არაა და თავის ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებს. მან იცის, როდის უნდა ითამაშოს და წავიდეს რისკზე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რამდენიმე სიტყვა, რომლებიც გაჟღერდა, უაზროა. მესის ყოველთვის გამარჯვება სურს.” – ციტირებს მენოტის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward