workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუთი  გზა, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ანტუან გრიზმანი

ხუთი გზა, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ანტუან გრიზმანი

“ატლეტიკოს” ყველაზე საშიში ფეხბურთელი ანტუან გრიზმანია, რომლის განეიტრალებაზე “ბარსელონას” მცველებს აშკარა საფიქრალი აქვთ. ფრანგს რომ “ბარსელონასსთვის” პრობლემების შექმნა შეუძლია, ეს წინა სეზონშიც გამოჩნდა, როცა გრიზმანმა დუბლი შეუსრულა “ბარსელონას” და მსაჯის აშკარა დახმარებით ფინალამდე გზა გაუკვლია “ატლეტიკოს”.

ის, თუ როგორ შეეცდება შეჩერებას ლუის ენრიკე გრიზმანის, ეს ხვალ გამოჩნდება. იქამდე კი წარმოგიდგენთ 5 გზას, რომელიც კატალონიელებს დაეხმარებათ გრიზმანთან ბრძოლაში.

ბურთის მიღება

გრიზმანი იმ მოთამააშეების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც თავს ადვილად იძვრენენ იმ სიტუაციაში, როცა მათ გარშემო 3-4 მეტოქეა. ასე, რომ გრიზმანთან ორთაბრძოლაში, რამდენიმე მცველის “მივარდნა” არ ივარგებს. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ გრიზმანს კატალონიელები ბურთის მიღებას დაასწრებენ.

სივრცე

გრიზმანი ბურთის მიღების შემდეგ სივრცეს ეძებს, რომ იქ ირბინოს. მოგეხსენებათ, გრიზმანი ძალიან სწრაფია, ამისთვის საჭიროა სწრაფი და ამავე დროს, პოზიციურად ძლიერი მცველი, რომ სივრცეები ჩაკეტოს.

დახმარება

გრიზმანს წინააღმდეგობას მხოლოდ მისი პერსონალური მეურვე ვერ გაუწევს. საჭიროა ნახევარმცველების დახმარება, ამ მხრივ ბუსკეტსი საუკეთესოა, ასევე ურიგო არ იქნება შედარებით შემტევი ნახევარმცველების დახმარება.

ბურთის ფლობა

საჭიროა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ბურთს არ გააკარონ გრიზმანი, თორემ ეს ცუდის მაუწყებელია. თუ “ბარსელონა” გრიზმანს ბურთს “დაუმალავს”, ფრანგს ნაკლები შანსი ექნება ხიფათის შესაქმნელად. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ კატალონიელებმა შეცდომა არ უნდა დაუშვან, რადგან “ატლეტიკო” ამით კარგად სარგებლობს.

საჰაერო ორთაბრძოლები

გრიზმანი არაა ფეხბურთისთვის მაღალი მოთამაშე, ის სიმაღლეში 1.76 სანტიმეტრია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის თავით ვერ თამაშობს. გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, სადაც ნიგესის ჩაწოდების შემდეგ გრიზმანმა “ბარსას” სწორედ თავით გაუტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • marusa barcelona
    schedule 21 სექ 2016, 16:53
    #8

    გრიზმანი რა დიდი დონე რომ მაგის შეჩერება თავის ტკივილი გახდეს მცველებისთვის. აქეთ შეაჩერონ მსნ და სხვები

  • L I O N E L MESSI
    schedule 21 სექ 2016, 15:54
    #7

    პიკე მოუვლის ამას

  • Jakobs.baliashvili
    schedule 21 სექ 2016, 15:09
    #6

    ციტატა: MSN1997
    Grizmans pique mixedavs!

    Aba ra

  • Bali ati shauri
    schedule 21 სექ 2016, 11:58
    #5

    Aeuh :-/ grizmani rogor gavacherot.reals rovetamashebit ronaldoze ar ideba eseti statia da es vin chemi pexebia

  • Dr Frankenstein
    schedule 21 სექ 2016, 11:27
    #4

    ის, თუ როგორ შეეცდება შეჩერებას ლუის ენრიკე გრიზმანის, ეს ხვალ გამოჩნდება.


    გამართულად წერეთ ან ადმინმა მაინც ასწოროს ხოლმე წინადადებები.

  • messi456
    schedule 21 სექ 2016, 11:19
    #3

    გრიზმანი კაი ფეხბურტელია მარტლა მაგრა მსნ ვერ დაუდგება

  • INIESTA.XAVI86
    schedule 21 სექ 2016, 08:24
    #2

    Ra gaxda es grizmani eseti sheucherebeli kai bichia magram ese qeba didebis girsic ara ra

  • BaKuRa
    schedule 21 სექ 2016, 07:24
    #1

    Me ufro is mainteresebs rogor apirebs simeone messis suaresis neinaris iniestas da sxvebis ganeitralebas =D