ხოსეპ გვარდიოლამ გამართა თავისი გუნდის ბოლოსწინა ვარჯიში, “სოსიედადთან” მატჩამდე. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები ძალიან კარგ ხასიათზე არიან.
ამ ვარჯიშში მონაწილეობა 19-მა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის იმყოფებოდა “ბარსა ბ”-ს მოთამაშე ტიაგო ალკანტარა.
პარასკევის მსგავსად გაბრიელ მილიტომ და ხეფრენ სუარესმა მოედნის გარეთ ივარჯიშეს. მოგეხსენებათ მათ ტრავმა აწუხებთ და ვერ ეხმარებიან გუნდს.
ფეხბურთელები ვარჯიშის დროს ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ, ისინი მხიარულობდნენ და ამით ცოტა გამოცოცხლდნენ კიდეც. მათ შესანიშნავი დრო გაატარეს რაც იმას მოწმობს, რომ კატალონიელები მხიარულად ელოდებიან შემდეგ მოწინააღმდეგეს”. შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანას” შემდეგი მატჩი გაიმართება ხვალ, კვირას 23:55 სთ–ზე “სოსიედადის” წინააღმდეგ.


