workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” მაისურის ახალი დიზაინი

”ბარსას” მაისურის ახალი დიზაინი

”unicef”-ის და ”Qatar Foundation”-ის წარმომადგენლები მუშაობენ ”ბარსელონას” მაისურის დიზაინზე. ”Nike”-ის წარმომადგენლებს სურთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საბოლოო მოდელის დამზადება. ახალი მაისურის მოდელი 2011 წლის დასაწყისში მზად უნდა იყოს. ამჟამად განიხილება მაისურის 3 მოდელი.

1) მაისურზე დაიწერება ”unicef” და ”Qatar Foundation”.

2) მაისურზე დაიწერება მხოლოდ ”Qatar Foundation” და მის ზემოთ მოთავსდება ”unicef”-ის ლოგო.

3) მაისურის წინა ხედზე მხოლოდ ”Qatar Foundation” დაიწერება. ”unicef” კი მარცხენა სამკლავურზე დაიწება.

როგორც ”ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებში, ხავიერ ფაუსმა განაცხადა ყველაფრის მიუხედავად საბოლოო სიტყვა ყატარულ კომპანიას ეკუთვნის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში