კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა მოხარულია იმ ფაქტით, რომ ოქროს ბურთის ჯილდოს ფინალში წარდგენილნი არიან მხოლოდ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები და პლიუს ამას სამივე ამავე კლუბის აღზრდილია. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო აუცილებლად “ბარსას” ფეხბურთელს დარჩება-ჩავის, ინიესტას ან მესის.
“მე ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ ოქროს ბურთი რომელიმე “ბარსელონას” აღზრდილ ფეხბურთელს გადაეცემა. ეს ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. მე ვარ კონცენტრირებული ჩემი კლუბის საქმეებში და მუდამ დავეხმარები მას.”-განაცხადა ანდრესმა.
გარდა ამისა “ბარსას” ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა კატალონიური კლუბის თავკაცზე, ხოსეპ გვარდიოლაზე:“მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისათვის. გვარდიოლას ხელში, გუნდი აშკარად შეიცვალა და კარგისაკენ წავიდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში “ბლაუგრანამ” უამრავი ტიტულის მოპოვება მოახერხა და კიდევ ბევრს მოახერხებს”.



