„ლეგანიესი“ – „კიტრის მწარმოებლები“

„ლეგანიესი“ – „კიტრის მწარმოებლები“

ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე “ბარსელონა” საკუთარ ისტორიაში პირველად, ლა ლიგის ეგიდით დაუპირისპირდება “ლეგანესს” ანუ “კიტრის მწარმოებლებს”. ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება თუ ცოტაოდენ ინფორმაციას გავიგებთ ამ გუნდზე.

ინფორმაცია ქალაქზე

ლეგანესი – მადრიდის გარეუბანია. ის ესპანეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მოსახლეობა – 186,000. ლეგანესს აქვს ქუჩა სახელწოდებით AC/DC, რომელიც ცნობილია როკ ბენდით. აქ მდებარეობს Parquesur – ევროპაში ცნობილი სავარჭრო ცენტრი. ლეგანესი ცნობილია ასევე მძიმე ლითონების წარმოებით.

“ლეგანესი” ჩამოყალიბდა 1928 წელს, თუმცა ის თავიდან გამოდიოდა ლა ლიგის რანგით მე-6 დივიზიონში, ამის შემდეგ, ის ნელ-ნელა ამოდიოდა მაღალ დივიზიონებში და აი ახლა, ლა ლიგაში ამოყო თავი…

კლუბის ტრადიციები და მეტსახელი

სტატიის დასაწყისში “ლეგანესი” კიტრის მწარმოებლად მოვიხსენიეთ, რადგან ისინი განთქმულები არიან ბოსტნეულის წარმოებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ პირობა დადეს, რომ ამ სეზონში ყოველ თამაშში კალათით ბოსტნეულს წარადგენენ!

კლუბის ტრადიციული მეტოქეა “ხეტაფე”, მაგრამ ბოლო სამხრეთ-მადრიდიული დერბი 11 წლის წინ გაიმართა. საინეტრესოა, რომ “ლეგანესი” ზუსტად მაშინ აღზევდა პირველ ლიგაში, ზუსტად მაშინ, როცა “ხეტაფე” გავარდა.

სურნელოვანი მაისური

საოცარია, მაგრამ “ლეგანესის” ლურჯ-თეთრ მაისურს, სპეციალურად ამ სეზონისთვის, სასიამოვნო სუნი ასდის… რაოდენ დაუჯერებელიც არ იყოს, მათ მაისურს ასდის ახლად მოჭირილი ბალახის სუნი.

გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ “ლეგანესის” პრეზიდენტი ქალია – ვიქტორია პავონი. ცნობისთვის, ის არ არის ერთადერთი ქალი პრეზიდენტი ამ ლა ლიგის სეზონზე, რადგან “ეიბარსაც” ქალი მართავს!

“ბარსელონელები” “ლეგანესში”

ცნობისთვის, სამუელ ეტოო, სანამ “ბარსელოანში” ითამაშებდა, “ლეგანესში” აქვს ნათამაშები. მოგეხსენებათ, ის “რეალის” ფეხბურთელი იყო და პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ის ერთი სეზონით “ლეგანესში” გაანათხოვრეს. მან იქ 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სეზონი – 1997/98.

ნაკლებად ცნობილი ხოსე მარი გარსიას “ბარსელონაში” ერთი სეზონი აქვს გატარებული (1994-95), ის ერთ-ერთია, ვისაც, “ლეგანესში” და “ბარსელონაში” აქვს ნათამაშები, მადრიდულ კლუბში ის 2000/01 სეზონში გამოდიოდა.

“ლა მასიას” პროდუქტი

“ლეგანესში” ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო განათლება “ლა მასიაში” აქვთ მიღებული. ესენი არიან ლუის სასტრე და ტონი დავალე. ცნობისთვის, ტონი იმ თაობის წევრია, რომელშიც შედიან ბოიანი და ტიაგო ალკანტარა, თუმცა მისი 4 წლიანი “ლა მასიური” კარიერა, მხოლოდ “ლეგანესისთვის” აღმოჩნდა საკმარისი. მას ასევე ნათამაშები აქვს ლუის ენრიკეს გაწვრთნილ “სელტაში”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • L I O N E L MESSI
    17 სექ 2016, 13:19

    ზდაროვა სასტავ ახალი ვარ იმედია კარგად მიმიღებთ

  • ROUCH
    17 სექ 2016, 00:03

    საინტერესო სტატიაა საღოლ ავტორ

  • realisdeda sheveci
    16 სექ 2016, 23:31

    ox ratamashia

  • Don vinton
    16 სექ 2016, 23:21

    dzmurad mobiluris links ver gamichitavs liverpuli chelsis ?davitanje ver vnaxe

  • ANRIBARCA
    16 სექ 2016, 23:07

    ციტატა: Johan Cruyff 14
    ჩელსი ლივერპულის ლინკი დადეთ რა ვინმემ მინდა ვუყუროო


    Gooool.org aqari linkebi

  • Johan Cruyff 14
    16 სექ 2016, 22:57

    ჩელსი ლივერპულის ლინკი დადეთ რა ვინმემ მინდა ვუყუროო

  • mesi_10
    16 სექ 2016, 22:56

    საინტერესო ისტორია ქონია მართლაც.