ფრანგული გრანდის პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი, 1 ივნისს, ნეიმარსა და მამამისს შეხვდა იბიცაზე. ამავდროულად, მაშინ, როდესაც ნეიმარი ბრაზილიაში დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, არდადეგების დასრულებისა და “ნაიკისთან” მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, პსჟ-ს პრეზიდენტი, პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა სან-პაულუში, ბრაზილიელის მამასთან შესახვედრად.
როგორც ნეიმარის აგენტი, ვაგნერ რიბეირუ, რომელიც ორივე შეხვედრას დაესწრო, ამბობს, “პარი სენ ჟერმენი” თანახმა იყო ნეიმარის 190 მილიონ ევროიანი გამოსასყიდი თანხა გადაეხადა და ამავდროულად ბრაზილიელისთვის, 5 სეზონის განმავლობაში, 40 მილიონიანი ხელფასი გამოეწერა. ეს ყველაფერი რიბეირუმ, შოუ, “ბოლა დე ვეზზე” განაცხადა, რომელშიც მან 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისაუბრა.
რიბეირუმ ასევე შემდეგნაირი განცხადება გააკეთა: “სწორედ მე ჩამოვიყვანე სან-პაულუში ნასერ ალ ხელაიფი. მე ვუთხარი ნეიმარს, რომ ეს შემოთავაზება რეალობიდან იყო ამოვარდნილი და რომ ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა და ამასთან ერთად, მასზე მეტს, ვერცერთი ფეხბურთელი მიიღებდა მსოფლიოში ხელფასის სახით. თუ ნეი “ბარსელონაში” დარჩა, მაშინ ეს იმის დამსახურებაა, რომ მას კლუბში ყოფნა უნდა და კმაყოფილია როგორც გუნდში, ასევე ქალაქში ცხოვრებით. მე მინდოდა ის პარიზში წასულიყო, თუმცა მამამისმა მას ბარსელონაში დარჩენა აიძულა.”
რიბეირუმ ასევე ახსნა, რომ პირველი შეხვედრის დროს, რომელიც იბიცაზე გაიმართა, ნასერ ალ ხელაიფმა მას შესთავაზა პირადი თვითმფრინავი, რომელსც ბრაზილიაში გადასაფრენად გამოიყენებდა, ასევე ის ბრაზილიელს პირდებოდა სასტუმროების ქსელიდან შემოსავლის პროცენტს, რომელსაც მისი სახელი დაერქმეოდა.
“ჩვენ ორი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით და ნეიმარი ენთუზიაზმით იყო სავსე. ნასერი ამბობდა, რომ ნეიმარს არანაირი ფისკალური პრობლემა არ ექნებოდა პსჟ-ში და რომ ის კლუბში უდავოდ პირველი ნომერი იქნებოდა. რასაც “ბარსელონაში” ის ვერ იღებს.” – დაამატა რიბეირუმ.
წარმომადგენელმა ფრანგული კლუბისა, განაცხადა, რომ ამ შეხვედრის შესახებ “ბარსელონას” არ უნდა გაეგო, თუმცა კატალონიურმა გუნდმა ეს უკვე იცოდა, რადგან ვიღაცამ, რომელიც “ბარსელონაში” მუშაობს, ნეიმარი შეამჩნია იბიცაზე პრეზიდენტთან ერთად, ფოტოებიც გადაუღო მას და კლუბის დირექტორებს გადაუგზავნა.
როგორც აგენტი იუწყება, იმ დროისთვის ფრანგული კლუბის სპორტულ დირექტორს, ოლივიე ლეტანგს უსვამდნენ კითხვას ნეიმარის შესახებ, ის შემდეგ რამეს ამბობდა: “მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან ლუკას მოურას წარმოვადგენ და მე ნეიმარს ვუთხარი, რომ ყველაფერია შესაძლებელი თუ რაიმეს გიჟურად ცდი.”
“სწორედ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც პრესას გაუმხილა “პარი სენ ჟერმენის” შესახებ ინფორმაცია და როდესაც მე ფრანგულ კლუბთან ვატარებდი მოლაპარაკებებს, ნეიმარის მამა “ბარსელონას ესაუბრებოდა. მან გამოიყენა პარიზული კლუბი “ბარსელონასთან” კონტრაქტის გასახანგრძლივებლად.” – განაცხადა რიბეირუმ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის სურვილი იყო, რომ მუდმივად “ბარსელონაში” ეთამაშა, თუმცა რიბეირუ აღიარებს, რომ ყველაზე ახლოს, ის კატალონიის დატოვებასთან, პსჟ-ს შემოთავაზების დროს იყო, რადგან ფრანგული კლუბის პრეზიდენტი, მას პირადად დაელაპარაკა, ეს კი არც “რეალის” ფიორენტინო პერესს და არც “იუნაიტედის” წარმომადგენელს არ გაუკეთებია.