უკვე დროა, “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა გაიჟღეროს. ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და “ბარსელონა” პირველ ნაბიჯს გადადგამს, რომ თავის ისტორიაში მეექვსედ მოიგოს აღნიშნული ტურნირი.
მატჩი სტარტს დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე აიღებს. “ბარსასთვის” “სელტიკი” ნაცნობი მეტოქეა, რადგან ბოლო ხუთ სეზონში ისინი ერთმანეთის ჯგუფში 3-ჯერ მოხვდნენ. კატალონიელები კი შეეცდებიან, რომ ფანებთან რეაბილიტაცია მოახდინონ “ალავესთან” წაგების შემდეგ.
გუნდების სიახლეები
გუნდს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაუუბრუნდა. მესი კი ფორმაშია და ალბათ, “სელტიკთან” ვიხილავთ “ბარსელონას” ტრიოს.
“სელტიკს” კი დააკლდება ლი გრიფითზი, რომელსაც ტრავმა აქვს. ის მნიშვნელოვანი დანაკლისია გუნდისთვის, რადგან ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
მწვრთნელების აზრით…
ლუის ენრიკე: “სელტიკთან” თამაში მსგავსი იქნება პრესეზონზე ამავე გუნდთან დაპირისპირებისა. ისინი რთული მეტოქეები არიან. მათ რთული საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს და ჩვენ ჯგუფში მოხვდნენ. მათ სამაგალითო ფანები ყავთ, ჩვენ მოგვწონს, როცა ისტორიულ გუნდებს ვეთამაშებით. სპორტული თვალსაზრისით, ყველაზე მეტად დემბელეს, რობერტსის და ფორესტის მეშინია.”
ბრენდან როჯერსი: “ჩვენ ამ გუნდს პატივს ვცემთ, რადგან საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე, რომელიც საუკეთესოთა სამეულში შედის. ვფიქრობ, ის ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომელსაც ალბათ ყველა დროის საუკეთესო შემტევი ტრიო ჰყავს. მაგრამ მე, როგორც მწვრთნელი, ყოველ მატჩში იმ პოზიტივს ვხედავ, რომ შეიძლება ბედმა გაგიღიმოს და დადებითი შედეგი დავაფიქსირო. სუარესი? ის კარგი ადამიანია, სუპერ პროფესიონალი, რომელიც ყველაფერს იძლევა ფეხბურთისთვის და ცხოვრებისთვის”
გუნდების ფორმა
“ბარსამ”, მართალია, “ალავესთან” წააგო, მაგრამ გუნდის ლიდერებმა დაისვენეს. მაგალითად ხერარდ პიკემ, ასევე თამაშს მხოლოდ მეორე ნახევარში შეუერთდნენ მესი, ინიესტა და სუარესი. დიდი ალბათობით, ყველა ძირითადის ფეხბურთელი ითამაშებს.
“სელტიკმა” ბოლო მატჩში “რეინჯერსი” გაანადგურა 5-1, ჰეთ-თრიქი შეასრულა დემბელემ. გარდა ამისა, მათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხეს “ლინკოლნი”, “ასტანა” და აპოელ.
ისტორია
“სელტიკის” უკანასკნელი გამარჯვება “ბარსასთან” იყო 2012 წელს, ანგარიშით 2-1. ერთ-ერთი დამსამახსოვრებელი მატჩი კი იყო “კამპ ნოუზე”, რომელიც “ბარსამ” 6-1 მოიგო, ნეიმარმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. “სელტიკმა” ასევე გამოაგდო “ბარსა” 2004 წელს უეფა-ს თასიდან.
ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 1-3 დამთავდა, “ბარსლონას” გამარჯვებით, რომელიც უკანასკნელ პრესეზონზე იყო.
movigebt aba ra
neimarma tmebi tetrad sheigeba ar uxdeba arc neimars da arc messis
მიდით ბიჭებო
ადმინ სეტანდაზე იქნება live