workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ ვის გვერდით ზის “ბარსელონას” გასახდელში

ვინ ვის გვერდით ზის “ბარსელონას” გასახდელში

კატალონიური Sport გვთავაზობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ვის გვერდით ზის “ბარსელონას” გასახდელში.

გასახდელში არსებული 25 ადგილიდან, მიმდინარე სეზონში, დაკავებული 22 იქნება. 2, 15 და 16 ნომრები კვლავ ვაკანტურია, რადგან დუგლასმა, ბარტრამ და სერჟი სამპერმა გუნდი დატოვეს.

“ბარსელონას” გასახდელში ადგილები ნომრების მიხედვით არაა განაწილებული. ფრანგი მცველები, სამუელ უმტიტი, ლუკა დინი და ჟერემი მატიე ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან. მათ შემდეგ მოდიან სილესენი და მასკერანო, რომლებსაც ინგლისურად საუბარი შეუძლიათ. არგენტინელის გვერდზე ადგილს კი არდა თურანი იკავებს.

ნეიმარის გვერდით მისი თანამემამულე რაფინია ალკანტარაა, რომელსაც ანდრე გომეში მოსდევს. საინტერესოა, რომ პორტუგალიელის გვერდით არა “ვალენსიაში” რომელიმე ყოფილი თანაგუნდელი, არამედ ლეო მესი ზის.

კატალონიელი მძიმეწონოსნებს, ხერარდ პიკესა და სერხიო ბუსკეტსს შუაში გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტა ჰყავთ მოქცეული. კატალონიელებს შორის ზის ლუის სუარესიც, რომელსაც მარჯვნივ ბუსკეტსი, მარცხნივ კი ალეიშ ვიდალი ჰყავს.

კატალონიური გუნდის გასახდელში ფეხბურთელების წყობა ისეა განაწილებული, რომ ერთი მხრივ, ისინი ერთმანეთს დაეხმარონ და მეორე მხრივ, მოთამაშეებს გარკვეული დაჯგუფებებისა და კლანების შექმნის საშუალება არ მიეცეთ, რაც გუნდში სტაბილურობის შესანარჩუნებლად კეთდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward