კატალონიურ ჟურნალ ”Sport”-ზე დაყრდნობით, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კარლოს ალბერტო პარეირა აღიარებს, რომ ამ მომენტში საფეხბურთო კლუბი ”ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესოა.
რიო დეჟანეროში, კოპაკაბანას სასახლეში გამართულ ბრაზილიური ფეხბურთის ფორუმზე, პარეირა იყო ერთ-ერთი სპიკერი. სხვა მონაწილეებთან ერთად ფორუმს ესწრებოდნენ რონალდო და კაფუ, ასევე ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი. პარეირას საუბრის თემას წარმოადგენდა ”ბარსელონას” საფეხბურთო სტილის შესწავლა. საუბრის ბოლოს მან დაასკვნა, რომ საფეხბურთო კლუბი ”ბარსელონა” ”ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესოა”.
პარეირამ ჩამოთვალა ”ბარსელონას” წარმატების ექვსი მიზეზი: ”ლიდერის თვისებები, რომელსაც პუიოლი მოედანზე, ხოლო გვარდიოლა მოედნის გარეთ ახდენენ. ორი ორგანიზებული ფეხბურთელი, როგორებიცაა ჩავი და ინიესტა. გოლის გატანის დამაგვირგვინებელი ეტაპი, რომელსაც ასრულებს როგორც ლიონელ მესი, ასევე დავიდ ვილია. სამუშაო, რომელსაც ასრულებს პედრო და ”მოტყუების” სტილის თამაში, სოლიდური, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მოედანზე თამაშის დროს ოპონენტის დავიწყებას.”
აქვე, პარეირა ასკვნის, რომ: ”რთულია მოძებნო მსოფლიოში სხვა ისეთი კლუბი, რომელსაც მსგავსი დამახასიათებელი ნიშნები ერთად ექნებათ თავმოყრილი. ”ბარსელონას” განსხვავებული დამახასიათებელი თვისებები და საფეხბურთო სტილი არ არის ორი ან სამ წლიანი მუშაობის შედეგი. ეს არის ოცდაათი და ორმოც წლიანი შრომის ნაყოფი.”
პარეირამ თავისი გამოსვლა დაასრულა 5 წუთიანი ვიდეო ჩვენებით, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ თამაშობს ”ბლაუგრანა” ფეხბურთს.”



