“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აცხადებს, რომ მისი გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს ლა ლიგის მე-3 ტურში, “ალავესის” წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა.
“ნეიმარი ოლიმპიური თამაშების მოგებით ძალიან ბედნიერია. ეს იოლი არ იყო. ახლა კი, მას “ალავესის” წინააღმდეგ თამაშის სურვილი კლავს. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მან საკმარისად დაისვენა.” – აცხადებს ენრიკე.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა, მიმდინარე სეზონში, “ბარსელონაში” პირველად მხოლოდ გუშინ ივარჯიშა, რისი მიზეზიც ოლიმპიურ და ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ყოფნაა.
“ბარსელონა” და “ალავესი” ხვალ, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე ითამაშებენ.