workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი:”უკაცრავად, არ შეიძლება “ოქროს ბურთი” სამ ნაწილად გავყოთ?”

აბიდალი:”უკაცრავად, არ შეიძლება “ოქროს ბურთი” სამ ნაწილად გავყოთ?”

კატალონიის “ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა თავისი აზრი გამოხატა “ოქროს ბურთზე” და მის კანდიდატებზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაირკვა ამ ჯილდოსათვის მებრძოლი სამი კანდიდატის სახელი. ისინი, “ბლაუგრანას ფეხბურთელები არიან-ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი.

“ისინი სამივენი ღირსები არიან. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არც გამკვირვებია. ჩვენ, ყველანი, კლუბის წევრები ძალიან გახარებულნი ვართ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსათვის მხოლოდ “ბარსელონას” მოთამაშეები იბრძვიან. მათ, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებებში ნათლად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც სავსებით ლოგიკური იყო.”

აბიდალმა ასევე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ ვის გადასცემდა ამ სამი ფეხბურთელიდან “ოქროს ბურთს”: “ვის მივცემდი ოქროს ბურთს? უკაცრავად, მაგრამ არ შეიძლება ეს ბურთი სამ ნაწილად გავყოოთ?. მე უკვე ბედნიერი ვარ, რომ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს “ბლაუგრანელი” მიიღებს.”-განაცხადა ერიკ აბიდალმა “sport-express”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში