როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის მოთამაშეები, ბილბაოში გაფრინდნენ, სადაც ისინი ლა ლიგის მეორე ტურის მატჩს გამართავენ “ატლეტიკის” წინააღმდეგ.
ამასთან ერთად, კლუბის შემადგენლობის გარდა, ბილბაოში “ბარსელონას” პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხორდი კარდონერი და დირექტორები, ხოსეპ აბარკა და ემილი რუსო გაფრინდნენ.
ბილბაოში ჩასვლის შემდეგ, ფეხბურთელები პირველად სასტუმროში მივლენ და საკუთარ ოთახშებში დაისვენებენ, საღამოს კი მოედნისაკენ გაემართებიან.