workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჰერმანი: “ტერ შტეგენთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი”

ჰერმანი: “ტერ შტეგენთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი”

გერმანული “გლადბახის” ნახევარმცველი პატრიკ ჰერმანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან თავის თანაგუნდელს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეტყობინება უკვე გაუგზავნა.

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ერთ ჯგუფში “ბარსელონა”, “გლადბახი”, “მანჩესტერ სიტი” და “სელტიკი” მოხვდნენ.

“ჩემპიონთა ლიგა იმისთვის არსებობს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშო და ეს კიდევ ერთხელ მოგვიწევს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეტყობინება უკვე გავუგზავნე. მასთან მოედანზე დაპირისპირებას მოუთმენლად ველი. თუმცა, ჩემთვის, ინგლისში გამართული თამაშები ყოველთვის განსაკუთრებული იყო.” – აცხადებს ჰერმანი.

ტერ შტეგენი და ჰერმანი, “გლადბახის” პირველ გუნდში, ერთად 2010-2014 წლებში თამაშობდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward