როგორც Sport-ი იუწყება, კატალონიის “ბარსელონას”, “დეპორტივოს” ლუკას პერესისთვის ბრძოლაში, კონკურენტი გამოუჩნდა.
კატალონიურ გუნდთან ერთად, პერესით “ევერტონი” დაინტერესდა, რომელიც უკვე დიდი ხანია, ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს მეწყვილეს ეძებს.
პერესი შესანიშნავად ახერხებს როგორც თავდამსხმელად, ასევე შემტევ ნახევარმცველად თამაშს, რითაც “ევერტონს” ეძლევა საშუალება ის ორ პოზიციაზე გამოიყენოს, თუ ლუკაკუს სხვა მეწყვილე მოუძებნეს.
პერესმა ლა ლიგის წინა სეზონში, 17 გოლი მოუტანა “დეპორტივოს”, რის გამოც მისი ფასი როგორც “ევერტონისთვის”, ასევე “ბარსელონასთვის” 17,5 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ პერესთან ერთად, “ბარსელონა” კიდევ ერთი თავდამსხმელით, პაკო ალკასერითაა დაინტერესებული და თუ მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა, მაშინ მთავარი სამიზნე, პერესი გახდება.