პეპ გვარდიოლამ “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩისთვის “ბარსა ბ”–ს 5 ფეხბურთელი გამოიძახა და ამავე რაოდენობის პირველი გუნდის ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. თამაშს კიდევ ერთხელ ვერ შეძლებს ტრავმირებული გაბი მილიტო…
მარკ ბარტრა, ანდრეუ ფონტასი, ტიაგო ალკანტარა, ჯონათან დოს სანტოსი და ვიქტორ ვასკესი არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც სამშაბათს გასამართი მატჩის მოსამზადებელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს. პირველი გუნდიდან კი დასვენების უფლება ალვეშმა, ჩავიმ, ვილიამ, პედრომ და კეიტამ მიიღეს. დასვენებულ ფეხბურთელებთან ერთად, მატჩს ვერ გამართავს ტრავმირებული გაბი მილიტო, რომელიც აღდგენით სამუშაოებს ინდივიდუალურად ატარებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს სეიდუ კეიტა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მისი რისკის ქვეშ დაყენება არ ღირდა და ამიტომაც მალელი ნახევარმცველის დასვენება არჩია. სეიდუს მარცხენა მუხლზე მცირე პრობლემები აქვს და დღეს მან თავისი ვარჯიში, სავარჯიშო დარბაზში გამართა.


